მედია პოლიტიკა აშშ-ევროკავშირის დაპირისპირებაში

21:27, 16.12.2025

საჯარო ბოდიშისა და „ბიბისის“ ხელმძღვანელობის გადადგომის მიუხედავად, შტატების პრეზიდენტმა ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

სარჩელში, რომლითაც ტრამპის გუნდმა ფლორიდის სასამართლოს მიმართა, „ბიბისი“ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის განზრახ, ბოროტად და მოტყუებით შეცვლაშია დადანაშაულებული. იმ შემთხვევაში, თუ დავა ტრამპის სასარგებლოდ გადაწყდება, ბრიტანულ ტელევიზიას კომპენსაციის სახით 10 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ბიბისის“ ყალბი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებენ, ბრიტანული მაუწყებელი სულ ცოტა ხნის წინ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. სამართლებრივი დავისთვის ემზადება საქართველოც, „ბიბისის“ „კამიტის“ სკანდალის გამო, ოფიციალური თბილისი   დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ტელევიზიებისა და სოციალური პლატფორმების კრიტიკის პარალელურად, ბრალდებები ისმის კონკრეტული ქვეყნების მისამართითაც. ბრიტანეთთან ერთად, შტატებიდან საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ ევროკავშირს. განსაკუთრებით მწვავეა ილონ მასკი, რომელიც ბრიუსელს სოციალური მედიის კონტროლსა და ცენზურაში ადანაშაულებს.

მედიისა და სიტყვის თავისუფლება ევროპულ-ამერიკულად – ნახეთ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი