თეატრში გატარებული ცხოვრება, წარმატებული სპექტაკლები და არაერთი საერთაშორისო აღიარება.
საზოგადოება ცნობილ რეჟისორს, მედეა კუჭუხიძეს ემშვიდობება. რეჟისორი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი თეატრს მიუძღვნა, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა და სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებს დგამდა. მათ შორის იყო იაპონელი დრამატურგის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები, რომელმაც განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. მედეა კუჭუხიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რეჟისორს 13 თებერვალს უკანასკნელ გზაზე მშობლიური მარჯანიშვილის თეატრიდან გააცილებენ.