მეცნიერების საერთაშორისო დღე

განათლების მინისტრმა, მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვა. ჯილდოები გადაეცათ – რუსთაველის ფონდის პრემიის ათ ლაურეატს, ასევე კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ შვიდი სამეცნიერო მიმართულებით გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერებსა და „ქალები მეცნიერებაში – განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით“ გამარჯვებულ ქალ მეცნიერს.