მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება
მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა თელავში.
ღია სივრცეში წარმოდგენილი იყო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების გამოფენა. მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტებმა, კოლეჯებმა, სკოლებმა და სამეცნიერო ორგანიზაციებმა მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დაჯილდოვდნენ. მეცნიერების რეგიონული ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.