მეცნიერების რეგიონული ფესტივალი

15:35, 17.09.2026

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლეს. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა – ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები, მასტერკლასები და მეცნიერებთან თემატური შეხვედრები გაიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და Horizon Europe-ის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ძირითად მიმართულებებს.

მსგავსი