მეცნიერების რეგიონული ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში

15:30, 13.10.2026

ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ღია სივრცეში მოეწყო „მეცნიერების ქალაქი“, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების, პარტნიორი ორგანიზაციების, სკოლებისა და კერძო სექტორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტები. ფესტივალს ესწრებოდა განათლების მინისტრის მოადგილე, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, კვლევით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზვიად გაბისონიამ ფესტივალზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დააჯილდოვა.

მსგავსი