მეცნიერების მსოფლიო დღე
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მეცნიერების მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
გაიხსნა აკადემიის მუზეუმი, სადაც კვლევითი ინსტიტუტების, თბილისის საგანმანათლებლო კერების, აკადემიის წევრების ფოტო მასალა და მემორიალი გამოიფინა. გაიმართა დაჯილდოება. აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამარჯვებულებს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადაეცათ. თარიღი „იუნესკოს“ ეგიდით მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.