მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მეცნიერების ფესტივალი იმართება. ღონისძიების მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება კვლევითი საქმიანობით და მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება. მასპინძელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივად წარმოადგენენ ექსპერიმენტებს, აღმოჩენებსა და კვლევით პროექტებს. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები.