მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიას, რომელიც საქართველოს პრემიერის ინიციატივით შეიქმნა, განათლების მინისტრი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: მეცნიერების ისტორიული როლის წარმოჩენა; გამორჩეული მეცნიერების წარდგენა და დაფასება; ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ზრდა; საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერება.
ამასთან, კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ დეტალურ სამოქმედო გეგმას ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავებენ, რაც გულისხმობს კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებას და მის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის განსაზღვრას.