მეცხვარეების პრობლემები

მეცხვარეთა ასოციაცია საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს.

ცხვრის გადასარეკ გზებზე შექმნილი პრობლემის გადაჭრას გაერთიანება ჯერ ხელისუფლებასთან კომუნიკაციით ცდილობს და სფეროში არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ მთავრობას წერილით მიმართავს. მთავარ პრობლემად იმ მიწების გასხვისება სახელდება, რომლებსაც ფერმერები პირუტყვის სხვა საძოვარზე გადასარეკად იყენებენ. საუბარია 11 წლის წინ გაყიდულ ტერიტორიებზე, თუმცა როგორც ირკვევა, ბოლო პერიოდში მიწების მესაკუთრეებთან ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა.