მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაული

18:38, 14.08.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაულს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრი ადგილობრივ მეცხვარე ფერმერებს შეხვდა და მათი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს გაეცნო. შეხვედრაზე მეცხვარეობის განვითარების შესაძლებლობები, ფერმერების საჭიროებები, წარმოებისა და პროდუქციის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ. დავით სონღულაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში არსებული საწარმოო სივრცეებიც დაათვალიერა და მონაზვნების მიერ წარმოებული რძის პროდუქტების, მათ შორის ყველის დამზადების პროცესს გაეცნო.

მსგავსი