მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის თაობაზე წლიური ანგარიში მოამზადა. ორგანიზაცია კვლევის შედეგებს ამ წუთებში დეპუტატებს აცნობს. ანგარიშის გათვალისწინებით, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, საპარლამენტო ზედამხედველობა გაზრდილია.

მათი ცნობით, პრობლემას წარმოადგენს პლენარული და კომიტეტების სხდომებზე  დეპუტატთა დასწრება, რადგან დეპუტატებმა 2119 სხდომა გააცდინეს, სადაც ოჯახური მდგომარეობის მოტივით გაცდენილი 1430 სხდომა იყო.

საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა კობა ნაყოფიას აქვს, არასაპატიო მიზეზით – გიორგი ტუღუშსა და შოთა შალელაშვილს.