მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

პარლამენტის პირველ სხდომაზე მმართველმა გუნდმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. მათ შორის 60 ოპოზიციონერია, თუმცა ხელისუფლების არცერთი ოპონენტი სხდომას არ დასწრებია. საკითხს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. დღეიდან პროცედურის თანახმად მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა. შესაბამისად მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან და პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომაზე ასევე საპარლამენტო თანამდებობებიც გადანაწილდა. მათ შორის დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.