მეაბრეშუმე კახეთიდან

საქართველოში მეაბრეშუმეობა ისეთივე ძველი დარგია, როგორც მეღვინეობა და მეფუტკრეობა, თუმცა აბრეშუმის მწარმოებელი ფაბრიკები საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ დაიხურა. დარგმა როგორც არარენტაბელურმა და დოტაციაზე მყოფმა, ფუნქციონირება შეწყვიტა. შესაბამისად, აბრეშუმის ჭიის მოყვანაც მივიწყებას მიეცა. თუმცა, გამონაკლისია ამ უძველესი საქმიანობის მიმდევარი ქალბატონი, რომელიც კახეთში ცხოვრობს. ლამარა ბეჟაშვილი ათი წელია აბრეშუმის ჭიას ყოველ წელს ამრავლებს და აბრეშუმის პარკის ბიზნესი დღეს მისი შემოსავლის წყაროა.

რა სამკურნალო თვისებები გააჩნია აბრეშუმისგან დამზადებულ ქსოვილს, ზეთს და ჩაის და როგორ აპირებს მეაბრეშუმე ქალი საქმიანობის განვითარებას, – ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტი კახეთიდან.