სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულმა სახელმწიფო ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი, „მე ვხედავ მზეს“ წარმოადგინა. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა დადგა და მასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 20-მდე მსახიობი მონაწილეობს. საპრემიერო წარმოდგენა აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.