„მე ვირჩევ თანასწორობას“ კამპანია დაიწყო

მე ვირჩევ თანასწორობას” – რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ოფისმა, საქართველოში ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო. მიზანი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენით გამოწვეული რისკებზე, ინფორმაციის გავრცელება ტოლერანტობის შესახებ და უმცირესობისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებაა სამართლებრივ მექანიზმებზე.