„მე ვიცავ თავისუფლებას“ - რუსთავში აქცია გაიმართა

სამოქალაქო მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ მორიგი შეხვედრა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში,  ადგილობრივ მოსახლეობასთან  გამართა.

მოძრაობის ლიდერების განცხადებით,  სასწორის ერთ მხარეს საბჭოთა საქართველო, მეორეზე კი ევროპული ქვეყანა დევს. მათი განმარტებით, არჩევნები ერთ დიდ სახალხო მოძრაობად უნდა იქცეს, მოსახლეობა უნდა დაირაზმოს და სწორი არჩევანი გააკეთოს. შეხვედრაზე  „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლიც აჩვენეს.