„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში
„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდულ პროექტში გამარჯვებულმა სტუდენტებმა მხატვრული ნომინაციები: დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური ნაწარმოებები, პროზა, პოეზია და მინი სპექტაკლი წარმოადგინეს. პროექტი ეხება დემოგრაფიულ პოლიტიკასა და ახალგაზრდებში ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების სინთეზს.