„მე მომავალში“- გამარჯვებულების დაჯილდოება

„მე მომავალში“- განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი კამპანიის გამარჯვებულები ცნობილია. ჯილდო 56 მოსწავლეს გადაეცა. კონკურსი ესეების, კომიქსებისა და ლოგოს შექმნას ითვალისწინებდა. ასევე ჩატარდა სპორტული აქტივობები. პროექტში ჯამში 160 საჯარო და ორი კერძო სკოლის 7 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, კამპანიის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.