„მე არსად წავსულვარ“ – ახალი სპექტაკლი
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი „მე არსად წავსულვარ“ წარადგინა. პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. სპექტაკლი იმ თაობის სევდას გადმოსცემს, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა, ის მათი გენეტიკური მეხსიერების ნაწილია.