„მე აფხაზეთისთვის“ – ჯილდო პატრიარქს

12:29, 21.12.2025

„მე აფხაზეთისთვის“ – 2025 წლის ღონისძიების სპეციალური ჯილდო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს ილია II-ს გადაეცემა.

ღონისძიების ფარგლებში ჯილდო „მანდარინი“ წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 13-მა წარმატებულმა ადამიანმა მიიღო, რომლებმაც საკუთარი პროფესიული მიღწევები აფხაზეთს დაუკავშირეს.

მსგავსი