მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ცნობილი ბრაზილიელი მომღერლის, პაულა მორელენ ბაუმისა და მისი კვარტეტის, ასევე, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. პაულა მორელენბაუმი 10 წლის მანძილზე „ბოსა ნოვას“ სტილის ლეგენდის, ანტონიო კარლოს ჯობიმის ჯგუფის Nova Banda-ს წევრი იყო, რამაც მისი წარმატებული სასიმღერო კარიერის მიმართულება განსაზღვრა. ის კონცერტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს. ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები