კარვების ქალაქია მოწყობილი გაზიანტეპსა და ქალაქ კარამაკარასში, სადაც ათობით ათასი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა მიწასთან არის გასწორებული. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მაშველები და ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოყვანას ცდილობენ.
უკვე ხუთი დღეა ჩვენი გადამღები ჯგუფი თურქეთშია. პაატა გოცაძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი კიკვაძე და ნოდარ ჩაჩუა სტიქიის ზონაში მუშაობენ და ახლა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდიან.
ნოდარ ჩაჩუაა პირდაპირი ჩართვით თურქეთიდან.