კიევში, "კარვების ქალაქში" პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს - დაკავებულია ასამდე ადამიანი

კიევში, ე.წ. კარვების ქალაქში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოპერაციის ფარგლებში 100-მდე ადამიანი დააკავეს. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ცნობით, სასამართლოს დადგენილების თანახმად, პოლიცია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მოქმედებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს გრუშევსკის ქუჩაზე პოლიციამ ცხრა ხელყუმბარა აღმოაჩინა. პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კარვების ქალაქთან პოლიციასთან ერთად, სასწრაფო დახმარების მანქანებიც გამოჩნდა.