მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა

როგორია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მოსმენა გაიმართა.

მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის სიცოცხლის დაუცველობას. აღსანიშნავია, რომ მოხსენების დროს საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა თითქმის ყველა ქვეყანამ გამოხატა.