მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა – პრემიერმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

15:23, 25.11.2024

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ცვლილებებია სამ სამინისტროში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრად – ანრი ოხანაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად – დავით სონღულაშვილი წარადგინა. რაც შეეხება უკვე ყოფილ მინისტრებს, პრემიერმა მათ საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი რჩებიან გუნდში და მუშაობას გააგრძელებენ სხვადასხვა თანამდებობებზე.

 

მსგავსი