მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

21:13, 25.11.2024

პარლამენტის პირველი შეკრება არჩევნების შემდეგ. მმართველი გუნდი სხდომათა დარბაზში, ოპოზიცია – ქუჩაში.

სხდომამ პროტესტის ფონზე ჩაიარა. ბარიერგადალახულ ოპოზიციურ სუბიექტებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდა პრეზიდენტიც. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტმა უარი თქვა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანო განახლებული შემადგენლობით და ახალი კონფიგურაციებით იწყებს მუშაობას. პირველ სხდომას ესწრებოდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. გადანაწილდა საპარლამენტო თანამდებობები. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავების ფონზე დაირღვა თუ არა დღევანდელი შეკრებით კონსტიტუცია და არის თუ არა კანონიერი გადაწყვეტილება, რომლითაც 150 დეპუტატის უფლებამოსილება სცნეს-ოპოზიცია და პრეზიდენტი არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ხელისუფლების ოპონენტები კანონდარღვევად აცხადებენ.

თეონა მანაგაძე მუშაობდა პარლამენტში.

მსგავსი