მე-11 დაწესებულების მსჯავრდებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, №11 დაწესებულების მსჯავრდებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს. წელს დაწესებულებაში საჯარო სკოლა ცხრა მსჯავრდებულმა დაამთავრა. ბოლო ზარის ღონისძიებაზე, მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. დაწესებულების ყველა მსჯავრდებულს, რომელმაც სკოლა წელს დაამთავრა, საჩუქრები გადაეცა.