გორში, ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრის შენობაში დღეს 112 ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. არასაცხოვრებელი დანიშნულების მქონე შენობაში, არ არის ინდივიდუალური სველი წერტილები, წვიმის დროს წყალი ფანჯრებიდან შედის და ჭერიდან ბათქაში ცვივა. 2022 წელს ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსახლეობა შიშობს, რომ შენობაში მათი ყოფნა უსაფრთხო არ არის. მწვავეა სახალხო დამცველის შეფასებაც. ლევან იოსელიანი გორის საცხოვრისში ერთი თვის წინ იმყოფებოდა და არსებულ პირობებს ადამიანის ღირსების შემლახველი უწოდა.
რა რეკომენდაციები გასცა ომბუდსმენმა და როგორია მაცხოვრებლების მოთხოვნები – ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.