მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგები აქვს.

საკვების, წყლის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტის გამო ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება. გაერო-ს ინფორმაციით, ელექტროენერგიის ნაკლებობა პაციენტებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებული აქცენტი ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა განყოფილებებზე კეთდება. გაერო ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ და რეგულარულად მიწოდებისკენ მოუწოდებს. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებიდან ჩაყარეს აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ეგვიპტემ და იორდანიამ. პარალელურად, საერთაშორისო ძალისხმევა არ წყდება ცეცხლის შესაწყვეტად. ეგვიპტეში მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს.