მძიმე ეპიდვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი საქართველოში

ქვეყანაში უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. 80 პაციენტი გარდაიცვალა და 5 050 პირი დაინფიცირდა. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები დღითიდღე მატულობს. სპეციალისტები მსოფლიოში ახალი შტამის გავრცელების შემდეგ განსაკუთრებით მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ აიცრან და რეგულაციები დაიცვან – რაც პირბადის სწორად ტარებასა და დისტანციის დაცვას გულისხმობს. ამ დროისთვის „ომიკრონის“ შტამი მსოფლიო მასშტაბით უმაღლეს საფრთხედ არის გამოცხადებული.