მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

5 359 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – ეს ბოლო 24 საათში დაფიქსირებული სტატისტიკაა.

აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა უკვე 50 000-ს აჭარბებს, დღიური დადებითი მაჩვენებელი 10 %-ზე მეტია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში უკვე ყოველი 50-ე მოქალაქე ინფიცირებულია. მძიმე ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში ყოველდღიურად მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობა, რის გამოც უახლოეს დღეებში კოვიდ-სასტუმროების დამატებითი მობილიზება იგეგმება. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში სტაბილიზაციის ნიშნები არ შეიმჩნევა, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება, მათ შორის გაჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი. პარალელურ რეჟიმში შრომის ინსპექტირების სამსახური ობიექტების შემოწმების პროცესს აგრძელებს.

როგორია ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა და როდიდან მოხდება დამატებითი კოვიდ-სასტუმროების ჩართვა ვირუსის მართვის პროცესში, – დეტალებით თამუნა ნადარეიშვილი.