მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

მაღალია მიმართვიანობა ბავშვთა კოვიდმიმღებ კლინიკაშიც. მცირეწლოვნების ინფიცირების წყარო უმეტესად მათი ოჯახის წევრები არიან, რომელთა უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის. რაც შეეხება მოზარდების იმუნიზაციას, ბოლო პერიოდში აცრის მსურველთა რაოდენობა მცირედით გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით“ არის შესაძლებელი.