მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

ამ დრომდე ხარვეზებით მუშაობს კოვიდ-პასპორტების აპლიკაცია.

საუბარია საბუთზე, რომელიც ევროკავშირმა უკვე აღიარა და რომელიც პირველი დეკემბრიდან გარკვეულ ობიექტებზე დაშვების აუცილებელი პირობა იქნება. პასპორტზე დატანილია მონაცემები მოქალაქის ვაქცინაციის, „კოვიდ-19“-ის გადატანის და „პისიარ“ თუ სწრაფი ტესტების შედეგების შესახებ. დილიდან ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს, რომ მითითებული აპლიკაცია ტელეფონში გადმოწეროს და ავტორიზაცია გაიაროს, რაც ნიშნავს, რომ მწვანე საშვი მას ელექტრონული ფორმით ექნება. რაც შეეხება ზოგად ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას: მცირედით შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ყოველდღე იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ადგილების დეფიციტის გამო კლინიკებში თავისუფალი საწოლების ძებნა საათების განმავლობაში უწევთ.