მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება 

კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის ნახტომისებური მატება.

დღევანდელი მაჩვენებელი თითქმის 6 000-ს აღწევს, რაც თითქმის მეოთხე ტალღის პიკურ მონაცემს ემთხვევა. ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღის ჯერ მხოლოდ დასაწყისზე საუბრობენ. თუ ინფექციის გავრცელების ეს დინამიკა გაგრძელდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ექიმები სიკვდილიანობის მკვეთრ მატებას და 10-დან 15 000-მდე ადამიანის გარდაცვალებას პროგნოზირებენ. დიდ სოფლებში მარათონის დაწყების მიუხედავად, ვაქცინაციის მაჩვენებლები მაინც საკმაოდ დაბალია. ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა პირველ არხთან ინტერვიუს დროს პირველად გამოაქვეყნა ის მონაცემები, რომლებიც ორი დოზით აცრილ მოქალაქეებს შორის ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას ასახავს.