მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

ომიკრონის“ გავრცელების ტემპები ყოველდღე იზრდება.

გუშინდელთან შედარებით დღეს, ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 1 200-ით მეტია. დღიური სტატისტიკური მონაცემები სულ უფრო საგანგაშო ხდება. 19 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსი თითქმის 9 000 ადამიანს დაუდასტურდა. პიკის გადავლას ეპიდემიოლოგები თებერვლის ბოლოს ვარაუდობენ, მანამდე კი დღევანდელი მონაცემების გაორმაგებას პროგნოზირებენ. დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ მკვეთრად დამძიმებული ეპიდ-სიტუაცია ჰოსპიტალურ სექტორზე არ ასახულა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები გაზრდილი არ არის. „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობის გამო პანდემიის მართვის მთავარი ხაზი ახლა პაციენტთა ონლაინ-მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე გადის.