მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

საქართველოში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ახალი შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრ ზრდას დაიწყებს. სწორედ იანვრის ბოლოდან პროგნოზირებენ სპეციალისტები სამხრეთ აფრიკული შტამის მასობრივ გავრცელებას. სავარაუდოდ, ახალი ვარიანტი „დელტას“ სრულად ჩაანაცვლებს. იმის მიუხედავად, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, ის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. მათ რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც, ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 40 %-ია აცრილი. საგანგაშოდ არის შემცირებული პირბადის ტარების მაჩვენებელიც. რეგულაციების უგულებელყოფის ფონზე მეექვსე ტალღისთვის აქტიურად ემზადებიან ჯანდაცვის სექტორში, პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების შესაძენად.