მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

დღეს საქართველოში „კოვიდ 19“-ის დღიური მაჩვენებლის კიდევ ერთი ანტირეკორდი დაფიქსირდა.

ბოლო დღეღამეში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან პირველად დაფიქსირდა. ვირუსმა კიდევ 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ვირუსის კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელების შესაჩერებლად, სპეციალისტები მოქალქეებს აცრისკენ მოუწოდებენ. ასევე აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. კლინიკებში მიმართვიანობა კრიტიკულადაა მომატებული, რის გამოც ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების მობილიზება მიმდინარეობს.