მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირებას ყოველდღე ელოდებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში მოქმედ ლაბორატორიებს უკვე გაუგზავნა კვლევის ის პროტოკოლი, რომლითაც ომიკრონის შესაძლო შემთხვევაზე უნდა მიიტანონ ეჭვი. მეცნიერები ათ დღეში წარმოადგენენ კვლევის შედეგებს იმის შესახებ, მოქმედებს თუ არა სამხრეთ აფრიკულ ახალ ვარიანტზე აქამდე წარმოებული ვაქცინები. მანამდე კი საქართველოს მთავარი ინფექციონისტი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი გართულებების და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად ყველა რისკ-ჯგუფს კლინიკებში დროული მისვლისკენ მოუწოდებს. თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში შემოტანილ იმ ხუთ ახალ პრეპარატზე საუბრობს, რომელთა პირველივე დღეებში მიღების შემთვევაში დამძიმების რისკი მკვეთრად მცირდება. კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების ფონზე, დღის წესრიგში დგება ვაქცინის ბუსტერ-დოზების გაკეთების ვადების შემცირების საკითხიც.

დატოვე კომენტარი