მძღოლების გაფიცვა ფოთში

საქალაქთაშორისო გადაყვანებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ ფოთში.

მძღოლების განცხადებით, ხელისუფლება მათ ავტოსადგურის რეაბილიტაციას სთხოვს, რომელიც იჯარით აქვთ აღებული და თანხას ტერიტორიის მეპატრონეს უხდიან. გაფიცულების თქმით, ხელისუფლებას ეს მოთხოვნა არა მათთან, არამედ ავტოსადგურის მეპატრონესთან უნდა ჰქონდეს. ადგილობრივი ხელისუფლების არგუმენტით კი,  მეპატრონესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების თანახმად, ავტოსადგურის მოწესრიგება სწორედ დამქირავებელს ეკისრება. სამარშუტო ტაქსების მძღოლები ალტერნატიულ ფართის გამოყოფას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული  საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.