მძევლების გათავისუფლების მესამე ეტაპი

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო ზავის მესამე დღეს, ღაზის სექტორიდან კიდევ 13 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა, სანაცვლოდ კი, ისრაელის ციხეები 39-მა პალესტინელმა დატოვა. ეს არის რიგით მესამე გაცვლა, რომელიც ოთხდღიანი სამშვიდობო ზავის ფარგლებში მოხდა. გათავისუფლებულ მძევლებს შორის არის აშშ-ის მოქალაქეც. ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოძრაობის სამხედრო ფრთამ რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მძევალი გაათავისუფლა. „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მიზეზი პირადად პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალისხმევა იყო.

როგორ მიმდინარეობს გაცვლის პროცესი და არსებობს თუ არა სამშვიდობო ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობა – ნახეთ ლევან ახალაიას რეპორტაჟში.