მდინარე სენა უხვი ნალექის გამო, შესაძლოა, კალაპოტიდან გადმოვიდეს

ძლიერმა წვიმამ და ნალექიანმა ამინდმა პარიზში მდინარე სენას ადიდება გამოიწვია. წყლის დონემ 6 მეტრით მოიმატა, რის გამოც მდინარე, შესაძლოა, კალაპოტიდან გადმოვიდეს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, სანაპიროსთან ახლოს მდებარე შენობებს, შესაძლოა, დატბორვის საფრთხე ემუქრებოდეს. აღნიშნულ რეგიონში მაგისტრალებზე წყალი გადმოვიდა.

არსებული ვითარების გამო, ქალაქში დროებით შეჩერებულია ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ტური – ნავით გასეირნება მდინარე სენაზე.