მდინარე ჭოროხზე 51 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარე ჭოროხზე 51 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 15 მაშველი.

მამაკაცი, თანმხლებ პირებთან ერთად, მდინარის პირას პიკნიკზე იმყოფებოდა. ის, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა წყალში და  დინებამ გაიტაცა. მისი დახმარება თანმხლებმა პირებმა სცადეს, თუმცა, ვერ მოხერხდა.

 

დატოვე კომენტარი