მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი

18:36, 05.06.2025

თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი დღეს გაიხსნა. განსახილველი თემებია მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა. ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმის ფარგლებში გაიმართება დებატები და დისკუსიები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერი, თბილისის მერი და მთავრობის წევრები. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ასევე ცნობილმა კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა.

 

მსგავსი