მდგომარეობა ონკოლოგიურ საავადმყოფოში

საქართველოში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრი უმძიმეს მდგომარეობაშია. ინფრასტრუქტურა იმდენად არადამაკმაყოფილებელია, რომ კლინიკა დღეს მხოლოდ 80 პაციენტს იღებს, არადა ის 600 საწოლზეა გათვლილი.

უკვე სამი წელია, რაც ონკოლოგიური ცენტრი საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, თუმცა სასწრაფო რეაბილიტაციის მოლოდინში მყოფ დაწესებულებაზე ჯერ მხოლოდ კონცეფციაა მომზადებული, რომლის დეტალებიც უცნობია.