მცხეთობის დღესასწაული
მცხეთაში დღესასწაულის აღნიშვნა წირვის შემდეგაც გაგრძელდა.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ სივრცეში გაერთიანდა მცხეთის ისტორია, ქართული კულტურა და ტრადიციები. თანამედროვე სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალურ მოედნებზე დილიდან იმართება სასოფლო-სამეურნეო, ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ბრენდირებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილია სადეგუსტაციო სივრცეები. გაცოცხლებულია ისტორიული გმირები, ქართულ წეს-ჩვეულებათა იმიტირებული აქტივობები. დილიდან აღიმართება ბავშვთა გასართობი და შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები.
დღის ბოლოს „მცხეთობის“ დღესასწაული მასშტაბური გალა კონცერტით დასრულდება.