2001 წელს, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სვეტიცხოვლის ეზოში მდიდარი ინვენტარით წარმოდგენილ სამარხს მიაგნო. იგი მეოთხე საუკუნით, ანუ სწორედ იმ ეპოქით თარიღდება, როდესაც საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. აღმოჩენილ ნივთებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საწერი მოწყობილობა (სტილუსი), რომელიც ჩვენი მწიგნობრობის უძველესი ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესო დასტურია. ეს არქეოლოგიური აღმოჩენა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში მწიგნობრობა, რა მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს ანტიკურ სამყაროსთან და როგორ აღმოცენდა ქართული ქრისტიანული კულტურა მყარ უძველეს ფესვებზე.
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია