მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ის ერთ-ერთ მოქალაქეს სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 7000 ამერიკული დოლარის გადახდა მოსთხოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.