მცხეთის ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს. საკონსერვაციო სამუშაოების ზედამხედველობა-მონიტორინგს, საერთაშორისო ექსპერტი, საიმონ კრისტოფერ გაი ვარაკი ახორციელებს. მონიტორინგი მოიცავს საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგიური სისწორისა და შესრულების ხარისხის კონტროლს, ასევე საკონსერვაციო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პრინციპებთან თავსებადობის უზრუნველყოფას.