მცხეთის ისტორიული ძეგლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

თემატური საკონსულტაციო შეხვედრა მცხეთის ისტორიული ძეგლების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტებმა მიიღეს და იმსჯელეს მცხეთის ისტორიული ძეგლების კონსერვაციაზე, მდგრად გამოყენებასა და ზოგადად, ქალაქის გენგეგმაზე.

საკონსულტაციო შეხვედრა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.